„აჭარა ჯგუფი“ საგარეჯოში, სოფელ სათაფლეში ფერმერული კონცეფციის მქონე სასტუმრო ROOMS-ის მშენებლობას გეგმავს. როგორც ”აჭარა ჯგუფში” აცხადებენ, Rooms-ის ფერმერული კონცეფციის სასტუმრო 30-40 ნომრიანი იქნება.
სოფელ სათაფლეში Rooms-ის სასტუმროს „აჭარა ჯგუფის“ შვილობილი შპს "სითი ლოფტი" ააშენებს. ”აჭარა ჯგუფის” ცნობით, კომპანია ადგილზე კაკლისა და ნუშის მრავალწლიან ნარგავებს გააშენებს.
როგორც ”ბიზნესპრესნიუსს” ”აჭარა ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ოთო ბერიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე სასტუმროს კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს და მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. მისივე თქმით, საგარეჯოში პროექტის განხორციელება 2019 წელს დასრულდება.
”აჭარა ჯგუფი” ROOMS-ის ორ სასტუმროს თბილისსა და ყაზბეგში ფლობს.