დედაქალაში ავტობუსების რაოდენობა 800-მდე უნდა გაიზარდის, ივლისის ბოლომდე კი თბილისში 40-ის ნაცვლად 143 ახალი MAN-ის ავტობუსი ივლის.
ამის შესახებ სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ ”რადიო პალიტრას” გადაცემა "საქმეში" განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ავტობუსი ჩამოსულია.
"უბრალოდ ძველ ბაზებში არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ავტობუსების ექსპლუატაცია მოხდეს. ახალი ბაზა კი ამის საშუალებას იძლევა. ამ ეტაპზე დედაქალაქში, მარშუტებში MAN-ის 40 ახალი ავტობუსია გასული. იქ სადაც მანის ავტობუსია გაშვებული, სადაც ჩვეულებრივი 10 მეტრიანი ავტობუსები დადიოდა, მგზავრთა ნაკადი 30-40%-ით არის გაზრდილი. ეს არის კარგი იმ მხრივ რომ ჩვენ მომსახურების მაღალი ხარისხი მივიღეთ. იქ გამოთავისუფლებული მარშუტები ჩვენ ისეთ მარშუტებს დავახმარეთ, როგორიც არის ზაჰესი. ჩვენ გეგმას ეტაპობრივად მივყვებით", - განაცხადა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე”.
მისივე თქმით, დედაქალაში მარშრუტებზე 525 ავტობუსია გაშვებული, რომელთა რიცხვი მალე 531-მდე გაიზრდება.
”525 ავტობუსია დედაქლაქში და ისინი ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სოციალური შეღავათები აქვს, ვისთვისაც მისაღებია 50 თეთრი, სტუდენტები, რომლებიც 20 თეთრად მგზავრობენ. ეს საჭიროება არის და რეალურად, დღევანდელი მონაცემებით ავტობუსების რაოდენობა 800-მდე უნდა გაიზარდოს. სანამ ახალი ავტობუსები დაგვემატება ჩვენ ვიყენებთ ძველ ავტობუსებს. მათი გამოყენებით ჩვენ ვზრდით რაოდენობას. ველოდებით, რომ ახალი ავტობუსებიც დაგვემატება და იმ უბნებზე, სადაც რამდენიმე წლის წინ, 12 მეტრიანი 30-მდე ავტობუსი გაუქმდა, იმიტომ რომ მათი ექსპლუატაციაში ყოფნა პრობლემური იყო, ჩვენ 8-10 მარშრუტი უკვე აღვადგინეთ და მივყვებით, რომ დანარჩენი მარშრუტებიც აღვადგინოთ, რათა მოსახლეობამ ეს მომსახურება მიიღოს”, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე”.