”დაავადებათა კონტროლის ცენტრი” მოსახლეობას ურჩევს, ზაფხულში ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველი სასმელების მიღება შეზღუდონ.
როგორც "დაავადებათა კონტროლის ცენტრის" არგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ აღნიშნა, ზაფხულში რეკომენდირებული არაა გაზიანი სასმელების მიღება, ის მოსახლეობას ნატურალური წვენების მიღებას ურჩევს.
"ცხელ დღეებში ძალიან ცივი სასმელიც არ არის მიზანშეწონილი შეიძლება კუჭის სპაზმი გამოიწვიოს. საერთოდ სითხე ძალიან დიდი რაოდენობით უნდა მივიღოთ", - განაცხადა ლელა სტურუამ.