„ერთგული ბარათის” მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ თბილისი-პრაღის ორმხრივი ბილეთი მხოლოდ 200 ლარად შეიძინონ.
როგორც „თი ბი სი ბანკიდან“ იუწყებიან, ბილეთების შეძენა 23 ივნისიდან 30 ივნისამდეა შესაძლებელი, ხოლო მგზავრობის პერიოდია 23 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
„აქციაში „თიბისი ბანკის“ შემდეგი საკრედიტო ბარათებია ჩართული: ერთგული ბარათი (პლატინუმი, გოლდი, კლასიკი) და პრაიმ ბარათი (პლატინუმი, გოლდი, კლასიკი). ბარათის მფლობელს ერთდროულად ორი ბილეთის შეძენა შეუძლია, აუცილებელია, რომ ერთ-ერთი მგზავრი თავად იყოს. თუმცა, რაოდენობაზე შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ ბილეთებს ოჯახის წევრებისთვის ყიდულობთ“, - აცხადებენ ბანკში.
მათივე ინფორმაციით, აქცია მოქმედებს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ბილეთებზე, რომელიც პრაღის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ ახორციელებს, ყოველ სამშაბათს და პარასკევს. მსურველებს ბილეთების შეძენა შუძლიათ „აირზენა ჰოლიდეის“ და „ჯორჯიან ეარვეისის“ ოფისებში შემდეგ მისამართებზე: აღმაშენებლის გამზირის 127-ში, სამუშაო საათები: 10.00-19.00; მეტეხის ქ. 22-ში, სამუშაო საათები: 10.00-19.00; რუსთაველის გამზირის 12-ში სამუშაო საათები 09.00-18.30. თბილისის აერპორტში - 24 საათის განმავლობაში.
„ბილეთების „ერთგული ბარათით“ შეძენისას, მომხმარებლები დააგროვებთ „ერთგულ ქულებს“, რომელსაც მათი სურვილისამებრ დახარჯავენ. „ერთგული ბარათი“ მომხმარებლებს მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება“, - აცხადებენ ბანკში.
მათივე ინფორმაციით, იმისათვის, რომ მომხმარებლებმა პირველებმა შეიტონ აქციების შესახებ და ასევე, შეამოწმონ დაგროვილი ქულები, უნდა ეწვიონ „ერთგულის“ ვებგვერდს www.ertguli.ge.