ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, შეზღუდონ ვიზები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებაზე, ვისაც ევროპაში თავშესაფრის უფლება არ აქვს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ბანგლადეში და ნიგერია, ხშირად თავის მოქალაქეებს არ აბრუნებენ. ევროკავშირის 28 ქვეყნის ლიდერები ორდღიან სამიტზე ბრიუსელში შეთანხმდნენ, გამოიყენონ ყველა შესაძლო ბერკეტი, მათ შორის სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებისადმი - წერს „როიტერი“.
„ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ვიზები მათ დასარწმუნებლად, რომ დაბრუნდნენ“, - განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი მიმართული იქნება ამ ქვეყნების მმართველი ელიტისადმი, რადგან მათ შეუძლიათ მისცენ თავს უფლება ევროპაში გაემგზავრონ.