კოლუმბიაში ტურისტებით სავსე გემი ჩაიძირა

კოლუმბიაში გემის ჩაძირვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაკარგულად ითვლება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ტბა პენიოლიზე გემს 170 ტურისტი გადაჰყავდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მაშველები დაკარგულებს ეძენებ და დაღუპულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ. შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.