ივანკა ტრამპს იტალიური ფეხსაცმლის იაფფასიანი ანალოგების გამოშვებაში ედება ბრალი

ამერიკის პრეზიდენტის ქალშვილი, ივანკა ტრამპი იტალიური ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიის პროდუქციის იაფფასიანი ანალოგების გამშვებისთვის სასამართლოს წინაშე წარსდგება.

როგორც უცხოური მედია წერს, ივანკა ტრამპის კომპანია IT Collection-ს, საავტორო უფლებების დარღვევაში იტალიური ფეხსაცმელის მწამროებელი კომპანია Aquazzura Italia, დიზიანის უნებართვო კოპირებაში ედავება.

საქმე ეხება ტრამპის კომპანიის მიერ გამოშვებული კონრეტული ერთი ხაზის - Hettie Shoe-ს მოდელებს, რომელიც იტალიური კომპანიის მტკიცებით მათი პრემიუმ ხაზის Wild Thing-ის ქვეშ გამოსული ფეხსაცმლების ანალოგია.

ამასთან, ივანკა ტრამპის ადვოკატების განცხადებით, პრეზიენტის ქალიშვილი ძალიან დაკავებულია მისი ამჟამინდელი საქმინობით, ამიტომ ის სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს. მან იურისტების პირით სასამართლოს ისიც კი შეუთვალა, რომ არ აქვს საკმარისი იფნრომაცია ფეხსამცლის ამ კონკრეტული ხაზის შესახებ რომელზეც ედავება მოსარჩელე მხარე. „ მე არ მიმიაღია მოანწილეობა Hettie Shoe-ს არც კონცეპციისა და არც დიზინის შექმნაში, და არც გაყიდვებში“ - განაცხადა ივანკა ტრამპმა.

თავის მხრივ Aquazzura ამტკიცებს, რომ მოპასუხე მხარემ მიზანმიმართულად შეიმუშავა Hettie Shoe-ს ხაზი, როგორც Wild Thing-ის ყალბი, იაფფასიანი ანალოგია. ცნობისათვის, იტალიური წარმოების ეს სანდლები 785 დოლარი ღირს, ხოლო ივანკა ტრამპის კომპანიის მიერ გამშვებული, მხოლოდ 130 დოლარი.

კოკა კვირკველია