ყველაზე ხშირად 1 წლის დაქორწინებული წყვილები შორდებიან

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2013 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 14,1 პროცენტით გაიზარდა და 34 693 ერთეული შეადგინა , ხოლო რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 8 089 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13,4 პროცენტით აღემატება.

ამასთან, შარშან 2012 წელთან შედარებით 22 პროცენტით გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი 0-10 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებებში. საერთო განქორწინებათა რაოდენობაში 1 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებების წილი ყველაზე მაღალია (6,7 პროცენტი).

2013 წელს განქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისათვის 35,9, ხოლო მამაკაცისთვის - 39,1 წელი შეადგინა.