ავტომობილების პარკირებისას დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმა 20 ლარამდე აღარ გაიზრდება და ძალაში არსებული 10-ლარიანი ჯარიმა დარჩება.
ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნების დაუცველობის, ასევე დგომა-გაჩერების სხვა წესების დარღვევის შემთხვევაში, პირველი ივლისიდან 20-ლარიანი ჯარიმა შედის ძალაში. აღნიშნული ჯარიმის ოდენობა პარლამენტის მიერ მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ორმაგდება. თუმცა, პარლამენტში უკვე ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კვლავ 10-ლარიანი ჯარიმით შემოიფარგლება.
პროექტის ავტორები არიან დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი და ილია წულაია.