ზაალ უდუმაშვილი - მე შევძლებ საცობების ქალაქი მარტივი გადაადგილების და სწრაფი კომუნიკაციის ქალაქად ვაქციო

მე შევძლებ საცობების ქალაქი მარტივი გადაადგილების და სწრაფი კომუნიკაციის ქალაქად ვაქციო და ამისთვის უნდა ავაშენოთ ახალი, ხარისხიანი გზები, ხიდები და ესტაკადები, მყისიერად აღვადგინოთ შემოვლითი გზის მშენებლობის და რკინიგზის გადატანის შეჩერებული პროექტები

, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა, კანდიდატად წარდგენისას განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი მერად არჩევის შემთხვევაში დედაქალაქის მცხოვრებლებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ჰპირდება.

„მე შევძლებ უსულო მანქანების ქალაქი ადამიანებს დავუბრუნო, მეტი საფეხმავლო ზონა, პარკები და რეკრეაციული ზონები, მეტი სიმწვანე დედაქალაქს. მე შევძლებ ქალაქის ახლადშემოერთებული სოფლების და დასახლებების მცხოვრებლებმა თავი სრულუფლებიან თბილისელებად იგრძნონ. ინფრასტრუქტურული განვითერება უპირველესად ამ ტერიტორიებზე შევა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.