საქართველოში მიკრო სიმძლავრეების სადგურების სისტემა ამოქმედდა.შესაბამის პრეზენტაციას - „ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართელოში“ პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემის ამოქმედებით საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს აქვს შესაძლებლობა საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაამონტაჟოს განახლებად ენერგიაზე მომუშავე მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური, გამომუშავებული ელექტროენერგია კი თავად მოიხმაროს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტოროენერგიის გახარჯვა სრულად ვერ მოხდა, მომხმარებელი მას ნეტო აღრიცხვის ქსელში გაუშვებს.
ნეტო აღირიცხვის სისტემა უკვე მოქმედებს და გამომუშავებული ენერგიის საერთო ქსელში მიწოდების შემთხვევაში, ანაზღურების მიღებას ან ყოველთვიურად ქვითარში არსებული სხვაობით ანგარიშსწორებას გულისხმობს.
„ნეტო აღრიცხვა ეს არის, პირველ რიგში, დემონსტრირება მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთსასარგებლო კომუნიკაციის. მეორე რიგში, თანამედროვე, ევროპული ცხოვრების, აზროვნებისა და შემოსავლის მოძიების სტილი. საქართველოში ენერგეტიკა განვითარების უკვე ისეთ საფეხურზეა, როდესაც განახლებადი ენერგიების ათვისება და გამოყენება მხოლოდ ქვეყნის, სექტორის ფუფუნება კი არ არის, არამედ სავსებით ხელმისაწვდომია. მეტიც, სარფიანია ნებისმიერი მოქალაქისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.