1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4075 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4075 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4075 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4110 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი კვლავ 2.6921 ლარი დარჩა. დღეს მოქმედი კურსი ასევე 2.6921 ლარს შეადგენდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში. აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი შეისყიდა.