2015 წლიდან მოყოლებული ბათუმში ბინების ფასი ზრდის ტენდენციით გამოირჩეოდა.
როგორ იცვლებოდა ბინის დაქირავების ფასი:
სანაპიროსთან ახლოს:
2015 წ. - 1 კაცი 20 ლარი, ბინა 80 ლარი;
2016 წ. - 1 კაცი 25-30 ლარი, ბინა 100 ლარი;
2017 წ. - 1 კაცი 30 ლარი, ბინა 100-130 ლარი
ზღვიდან ოდნავ მოშორებით:
2015 წ. - 1-ოთახიანი 40 ლარი;
2016 წ. - 50-60 ლარი;
2017 წ. - 70 ლარიდან.
ბოლო პერიოდში ფასების მკვეთრი ზრდა არ შეინიშნება, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას დიდ კონკურენციას უწევს სასტუმროებისა და ახალაშენებული ბინების ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა.
ახლად აშენებულ კორპუსში ბინის დაქირავება ერთი ღამით 30$-დან იწყება და ადგილის მიხედვით ფასი 100-150$-მდე იზრდება.
ავტორი: ნარიტა ჩხეიძე
წყარო: www.palitravideo.ge