ევროკომისიამ კორპორაცია Google-Alphabet საძიებო სისტემების ბაზარზე უპირატესი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა.
აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროკომისიის ინფორმაციით, Google-მა საძიებო სისტემაში საქონლისა და მომსახურებების შედეგების ჩვენება ისე მოაწყო, რომ კორპორაციის კომერციული პარტნიორები სიის პირველ გვერდზე ხვდებოდნენ.
კორპორაციას 90 დღე აქვს, რათა აღმოფხვრას არაკანონიერი ქმედებები. სხვა შემთხვევაში კორპორაცია Google-Alphabet საშუალოდღიური ბრუნვის 5%-ის ოდენობის თანხით დაჯარიმდება.
გამოძიება აღნიშნულ საქმეზე 2013 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც ლობისტურმა ჯგუფმა FairSearch-მა სარჩელი შეიტანა. FairSearch-ს მხარს უჭერდნენ ის კომპანიები, რომლებიც შიშობდნენ, რომ Google-ის უპირატესი მდგომარეობა ბაზარზე ზიანს მიაყენებდა სამართლიან კონკურენციას.