საბურთალოზე თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 108 მისამართზე მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 108 მისამართზე მიმდინარეობს.

როგორც თბილისის მერია იუწყება, 36 მისამართზე უკვე გამოიცვალა სახურავები, 23 მისამართზე დასრულდა წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 50 მისამართზე სართულშუა ნაპრალები შეკეთდა, 62 მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა, 6 მისამართზე კი წყალსაწრეტი გაკეთდა. შესრულებული სამუშაოები გამგეობის მიერ 2 078174 ლარით დაფინანსდა.

მიმდინარე წელს, საბურთალოს რაიონის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან შემოსული 288 განცხადება დაკმაყოფილდა.