ვაკის რაიონში, ლისის ტბის მიმდებარედ კინო-ქალაქის გაშენება იგეგმება.
თბილისის საკრებულოში დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს “კინო-ქალაქის პროექტის დასამუშავებლად განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შესრულებას.
საკითხი სხდომაზე განსახილველად წარადგინა თბილისის მერიის მიწის ნაკვეთის საამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადების განყოფილების უფროსმა ნესტან ადვაძემ. ადვაძის თქმით, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კინო-სკოლის და სტუდენტური საცხოვრებელი კომპლექსის განვითარებას ანუ რამდენიმე ბლოკისგან შემდგარი კომპლექსი იქნება.
”ტერიტორიაზე მოქმედებს როგორც სამრეწველო, ისე ორი რეკრეაციული ზონა და ამ სამრეწველო ზონის ფარგლებში განვითარდება კინო-ქალაქის მთლიანი კომპლექსი”, - განაცხადა ადვაძემ.