საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი ახალი პორტის განსავითარებლად ტექნიკური ანალიზის განმახორციელებელ კომპანიას შეხვდა

იაპონური კომპანიების კონსორციუმის Oriental Consultants Company Limited და Padeco Co. Ltd. წარმომადგენლებთან საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა სამუშაო შეხვედრა გამართა.

იაპონური კონსორციუმი საპარტნიორო ფონდის დაკვეთით შავი ზღვისპირა აკვატორიაში ახალი პორტის გასავითარებლად დამატებით კვლევებს ატარებს.

საპარტნორო ფონდის მენეჯმენტის განცხადებით, ფონდს უკვე გააჩნია ახალი პორტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, აგრეთვე მისი საწყისი დიზაინი და გენერალური გეგმა. იაპონური კომპანიის მიერ უახლოეს 2 თვეში განხორციელდება დამატებითი ტექნიკური ანალიზი, რაც დააჩქარებს პროექტის საინვესტიციო განხორციელების პროცესს.