მსოფლიოს მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტი თვეში ერთხელ მაინც სარგებლობს „ფეისბუქით“.
სოციალური ქსელის ადმინისტრაციის განცხადებით, „ფეისბუქის“ ყოველთვიურმა აუდიტორიამ 2 მილიარდ ადამიანს მიაღწია. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ყოველ თვე 2 მილიარდი მომხმარებელი იყენებს „ფეისბუქს“.
„ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ მსოფლიოს ერთმანეთთან დაკავშირებაში. მოდით, ახლა ხალხი დავაახლოვოთ. ჩემთვის პატივია თქვენთან ერთად ამ გზაზე ყოფნა“, - დაწერა მარკ ცუკერბერგმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
მარკ ცუკერბერგმა „ფეისბუქი“ 13 წლის წინ შექმნა. 2012 წელს სოციალური ქსელის აუდიტორია 1 მილიარდ მომხმარებელს შეადგენდა.