სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს, 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების - 5 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა.

„მოთხოვნამ 41 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.220 პროცენტით, მაქსიმალური 8.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.228 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება,“ - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.