2018 წლის პირველი იანვრიდან საქართელოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო ხდება.
საკითხზე რამდენიმე სახელმწიფო უწყება ერთდროულად მუშაობს. თბილისის მერის ინფორმაციით, ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება უკვე დაწყებულია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება ამ დროისთვის ტექდათვალიერების განხორციელების ეტაპებზე მუშაობს. სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ აკრედიტაციის ცენტრსა და შვეიცარულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოში აღნიშნული რეფორმის განხორციელებისთვის მომზადებას და დანერგვას ითვალისწინებს.
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ჰაბ ჯორჯიას დამფუძნებელს ტექდათვალისერების რეფორმის განხორციელების ტემპებთან დაკავშირებით. სახელმწიფოსთან შენიშვნები აქვს.