ჟურნალმა „ფორბსმა“ წლის ყველაზე შემოსავლიანი ცნობადი სახეების რეიტინგი გამოაქვეყნა.
მონაცემების თანახმად, ირკვევა, რომ ბოლო ერთი წლის განამვლობაში ცნობად სახეებს შორის ყველაზე მეტი ფული რეპერმა და ბიზნესმენმა პაფ დედიმ გამოიმუშავა.
„ფორბსის“ ცნობით, პაფ დედის შემოსავლების ლომის წილი მოდის რეპერის მიერ კუთვნილი ტანსაცმლის კომპანიის წილის გაყიდვაზე, ასევე სასმელების კომპანია „ციროკიდან“ მიღებულ შემოსავალზე და მეგობარ რეპერებთან ერთად ჩატარებული საკონცერტო ტურნეზე. ჯამში ნიუ იორკელმა რეპ-მომღერალმა130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგ-ლისტს კიდევ ერთხელ ჩაუდგა სათავეში.
ამავე ჩამონათვალში მეორეა მომღერალი ბიონსე - 105 მილიონი დოლარის შემოსავლით, მესამე კი ჰარი პოტერის ავტორი, მწერალი ჯოან როულინგი 95 მილიონი დოლარით. ხუთეულში არიან კანადელი რეპერი დრეიკი 94 მილიონი დოლარით და ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო 93 მილიონი დოლარით. ჩამონათვალში სპორტსმენებიდან რონალდოს გარდა, მეათე ადგილზეა ლებრონ ჯეიმსი 86 მილიონი დოლარით.
აღსანიშნავია, რომ ათეულში საერთო ჯამში ხუთი მუსიკოსია, მათ შორის ბრიტანული ჯგუფი Coldplay 88 მილიონი დოლარით.
10. ლებრონ ჯეიმსი - $86 მილიონი
9. ჯეიმს პატერსონი - $87 მილიონი
8. ქოლდფლეი - $88 მილიონი
7. ჰოვარდ შტერნი - $90 მილიონი
6. ვიკნდი - $92 მილიონი
5. კრიშტიანუ რონალდო - $93 მილიონი
4. დრეიკი - $94 მილიონი
3. ჯოან როულინგი - $95 მილიონი
2. ბიონსე - $105 მილიონი
1. პაფ დედი - $130 მილიონი
კოკა კვირკველია