4 -11 აპრილს სტუდენტთა დასაქმების ფორუმები მოეწყობა

სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასში“ 4 აპრილს სტუდენტთა რიგით მეექვსე დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომლის ორგანიზატორი დასაქმების სააგენტო ”ეიჩ არია”.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ფორუმზე პოტენციურ დამსაქმებლებს საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები წარმოადგენენ, რომელთა წარმომადგენლები აპლიკანტებს პირისპირ გაესაუბრებიან.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მესამე-მეოთხე კურსისა და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს, ასევე 2012-2013 წლების კურსდამთავრებულებს.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ფორუმი ბათუმში სასტუმროში „შერატონ ბათუმში“ 11 აპრილს გაიმართება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და წინასწარ რეგისტრაციას არ მოითხოვს. სტუდენტებმა თან ოცამდე ამობეჭდილი СV უნდა იქონიონ, რათა მისი წარდგენა ყველა სასურველ კომპანიაში შეძლონ.

ფორუმი 11 საათიდან 15:საათამდე გაგრძელდება.