სიმშვიდე, ჯანსაღი გარემო და არაჩვეულებრივი მომსახურება - ეს “ბილტმორ თბილისის” სპა, აუზი და გამაჯანსაღებელი ცენტრია, რომელიც თბილისის შუაგულიდან გაუსვლელად განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო ადგილია.
ლუქს კლასის სასტუმროში განლაგებული სპა, აუზი და სავარჯიშო დარბაზი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.
თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული სტილიდან გამომდინარე სპა და აუზი ადამიანის გაჯანსაღებასა და განტვირთვაში უდიდეს როლს ასრულებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის მდებარეობას და ინტერიერსაც, რადგან დამღლელი დღის შემდეგ ყველა წვრილმანი გადამწყვეტია. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარეა ”ბილტმორ თბილისის” სპა ცენტრი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული.
თანამედროვე ინტერიერი ნათელ და თბილ ფერებშია გადაწყვეტილი. დიდი სივრცე, კეთილმოწყობილი ოთახები, განსაკუთრებული სავარჯიშო დარბაზი და ფირუზისფერი აუზი თქვენს დასვენებას დაუვიწყარს გახდის. ამ შეთავაზებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დეტალი სპას ცენტრში განთავსებული ცისფერ და ოქროსფერ ფერებში გადაწყვეტილი უნიკალური მოზაიკაა, რომელსაც ინტერიერში აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სითბო და ჰარმონია შემოაქვს.
სასტუმროს აუზი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. მასში წყლის ტემპერატურა მუდმივად 28 გრადუსია, რაც ორგანიზმის დაძაბულობის მოსახსნელად არის რეკომენდებული. აუზიდან სტუმარი პირდაპირ სასტუმროს სპეციალურად მოწყობილ, სიმწვანეში ჩაფლულ და შადრევნიან ბაღში გადის, სადაც შეზლონგები და ჰამაკებია განთავსებული.
განსაკუთრებულად მრავალფეროვანია ”ბილტმორ სპა ცენტრის” შეთავაზებებიც: სახის მოვლა კანის სხვადასხვა ტიპის მიხედვით, ასაკის საწინააღმდეგო სახის მოვლა ექსკლუზიური პროგრამით, ლაქების კორექცია, სახის კანის ანტისტრესული მასაჟი, კანის გამდიდრება ჟანგბადით, კანის გაახალგაზრდავება და ლიფტინგი, ცხელი ქვების მასაჟი, ზურგის, კისრის და მხრების მასაჟი, მასაჟი წყვილებისათვის, ანტიცელულიტური მასაჟი, ტანის სქრაბი და დამამშვიდებელი მასაჟი, C+ სხეულის და სახის მოვლა, ენერგიის აღმდგენი მასაჟი დატანის მოვლა, სპეციალური სახის მოვლის პროცედურები მამაკაცებისთვის.
„ბილტმორ თბილისის“ ფიტნეს დარბაზი სავარჯიშო მოწყობილობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პროფესიონალი ტრენერი კი თქვენი ვარჯიშის სისწორესა და ეფექტიანობას უზრუნველყოფს.
ზაფხულის სეზონის აღსანიშნავად სასტუმრომ სპეციალური პაკეტი შეიმუშავა, რომელიც 15 ივლისის ჩათვლით მოქმედებს: „ბილტმორ თბილისის“ 31-ე სართულზე მდებარე რესტორან „ზიმში“ მინიმუმ 70 ლარის (+დღგ) დახარჯვის შემთხვევაში, სტუმარს „ბილტმორის“ აუზის ერთდღიანი საშვი საჩუქრად გადაეცემა.
ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს „ბილტმორ თბილისის“ საზაფხულო უპრეცედენტო აქცია. ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს სტუმარი „ბილტმორის“ აუზს, სპასა და სავარჯიშო დარბაზს 50 ლარის ნაცვლად მხოლოდ 30 ლარად შეუძლია ეწვიოს. აქცია ივლისის ბოლომდეა ძალაში და ერთჯერადი ვიზიტის შემთხვევაში მოქმედებს.
(R)