შპს „აგროლეინს“ გადამუშავებული მოცვი და ჟოლო ექსპორტზე სპარსეთის ყურის ქვეყნებში გააქვს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია წლიურად 12 ტონა გაყინულ ჟოლოსა და 56 ტონა გაყინულ მოცვს აწარმოებს. პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იყიდება.
საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული. კომპანიაში მიმდინარე წელს 1 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის ბაღებში 10 ტონა მოსავალს ელოდებიან. შპს „აგროლეინი“ 2016 წელს აშენდა.