2017 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 51.0%-ით გაიზარდა და 70 532 ერთეული შეადგინა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 19.7%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (20.7%-ით), ისე მეორადი (19.3%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.
2016 წლის მაისთან შედარებით, 103%-ით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი ტრანზაქციების რაოდენობა, ხოლო 37,9%-ით - მეორადი ტრანზაქციების.
2017 წლის მაისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 19 117 ერთეული შეადგინა, საიდანაც 13 693 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 51 415 ერთეული შეადგინა, საიდანაც 8 511 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 4 018 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ რეგისტრაციის გაუქმება.
მაისში ყველაზე მეტი - 18 894 ერთეული ტრანზაქცია თბილისში, ყველაზე ცოტა 1 624 ერთეული კი ჭიათურაში დაფიქსირდა.