2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, გლობალური ვალის მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და გლობალური მშპ-ის 327% შეადგინა.
ფინანსთა საერთაშორისო ინსტიტუტის ინფორმაციით, გლობალლური ვალის ოდენობამ 217 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, 500 მილიარდი დოლარით მეტია.
ფინანსთა საერთაშორისო ინსტიტუტის ცნობით, გლობალური ვალის ეს მოცულობა და 500 მილიარდი დოლარით ზრდა არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საბანკო, საკორპორაციო და საოჯახო მეურნეობის ვალებმა გამოიწვია.
ვალის ყველაზე დიდი მატება აშშ-სა და ჩინეთიც ეკონომიკებმა აჩვენეს. ვალები ორივე ქვეყანაში 2 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, ჩინეთში ვალმა 32.7 - ტრილიონ აშშ დოლარს, ხოლო აშშ-ში 63 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტს მიაღწია. ასევე აღსანიშნავია, რომ განვითარებადი ქვეყნების ვალი 3 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 56 ტრილიონი აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწია, რაც მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 218%-ია.