პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტში ამ ეტაპზე ველოტრასები გათვალისწინებული არ არის.
ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
პეკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 16 ივნისს დაიწყო. პროექტი პეკინის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას, გზის საფარის აღდგენასა და ტროტუარების მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო. ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება.
ბოლოს ინფრასტრუქტურული სამუშაოები პეკინის გამზირზე 60 წლის წინ ჩატარდა.