IRI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, არჩევნების შემდეგ საქართველოში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, იგივე დარჩა, თუ შემცირდა, გამოკითხულთა 69% პასუხობს, რომ ბოსტნეულზე ფასი გაიზარდა, 28% მიიჩნევს, რომ შემცირდა, 1% კი ფიქრობს, რომ იგივე დარჩა;

გამოკითხულთა 62%-ის აზრით, არჩევნების შემდეგ ხორცზე ფასი გაიზარდა, 34% მიიჩნევს, რომ შემცირდა, 2% კი ფიქრობს, რომ იგივე დარჩა;

გამოკითხულთა 62% ფიქრობს, რომ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ფასი 62%-ით გაიზარდა, 34% ფიქრობს, რომ შემცირდა.

გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ ხილზე ფასები გაიზარდა, 36%-ის აზრით - შემცირდა, 1% ფიქრობს, რომ იგივე დარჩა.

რაც შეეხება მედიკამენტებს, გამოკითხულთა 52% -ის აზრით, ფასები გაიზარდა, 34%-ის აზრით, შემცირდა, 9% ფიქრობს, რომ იგივე დარჩა;

საწვავის ფასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 47% ფიქრობს, რომ ფასი გაიზარდა, 34% ფიქრობს, რომ შემცირდა, 7% ფიქრობს, რომ იგივე დარჩა;

გამოკითხულთა 36%-ის აზრით, პურის და პურპროდუქტების ფასი გაიზარდა, 60% ფიქრობს, რომ შემცირდა, 7% ფიქრობს, რომ იგივე დარჩა.

გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის ღირებულება გაიზარდა, 50% ფიქრობს, რომ შემცირდა, 40%-ის აზრით, ფასი იგივე დარჩა.

გამოკითხულთა 8%-ს აზრით, წყლის გადასახადმა მოიმატა, 67% ფიქრობს, რომ შემცირდა, ხოლოდ 4%-ის აზრით იგივე დარჩა.

გამოკითხულთა 6%-ის აზრით, ბუნებრივ აირზე ფასი გაიზარდა, 48% - ის აზრით, შემცირდა, ხოლო 25% ფიქრობს, რომ იგივე დარჩა.

IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.