2013-2016 წლებში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სულ 97 310 ადამიანია დაჯარიმებული.
როგორც IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორგანიზაციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აღნიშნულის შესახებ სტატისტიკა მიიღო.
კერძოდ, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქვეითად მოსიარულის და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევისათვის 2013 წელს დაჯარიმდა 37 273 პირი, 2014 წელს - 19 547 პირი, 2015 წელს - 27 978 პირი, ხოლო 2016 წელს - 12 512 პირი.
"2014 წელს წინა წელთან შედარებით, დაჯარიმებულთა რაოდენობის განახევრება შესაძლებელია დავუკავშიროთ სანქციის გამკაცრებას. თუმცა, მომდევნო წლებში უცვლელი სანქციის პირობებში, დაჯარიმებულთა არსებული ტენდენციები, ცალსახად საპატრულო პოლიციის მიერ ამ სამართალდარღვევის არათანმიმდევრული კონტროლის პოლიტიკაზე მიუთითებს", - ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.