10 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით METRO-ს ავტობუსით მგზავრობა ძვირდება

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კომპანია „METRO Georgia“- ს ავტობუსით მგზავრობა 10 ივლისიდან ძვირდება.  გაძვირებული ტარიფი კი ზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მიხეილ დობორჯგინიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ავტობუსით მგზავრობა 25 ლარის ნაცვლად 30 ლარი ეღირება, თუმცა ორმხრივი ბილეთის წინასწარ აღების შემთხვევაში ფასი იგივე რჩება.

„აღნიშნული ფასი სეზონური იქნება და შემდეგ ისევ დაიკლებს. ფასის ცვლილება სხვადასხვა ხარჯის გაზრდამ გამოიწვია, როგორიცაა საწვავზე აქციზის ზრდა, დოლარის კურსის ცვლილება.  თუმცა სხვადასხვა პროდუქტი უფასო იქნება", - აღნიშნა მიხეილ დობორჯგინიძემ. 

მისი თქმით, ზაფხულში რეისების 20 პროცენტით ზრდაც იგეგმება.