საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი დაინიშნა.
ე.წ. ჩქაროსნული მატარებელი ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით ყოველდღე იმოძრავებს, პირველ რეისი კი დღეს განხორციელდა.
ქუთაისიდან მატარებელი დღეს, 10:25 საათზე გავიდა და ბათუმში 13:28 საათზე ჩავა. იგივე მატარებელი ბათუმიდან 23:25 საათზე გამოვა და ქუთაისში 02:20 საათზე ჩავა. მატარებლით მგზავრობის ღირებულება 6 ლარს შეადგენს, ხუთ წლამდე ბავშვების მგზავრობა უფასოა.