ეგვიპტე საქართველოდან ცხვრის და გაყინული ხორცის ექსპორტით დაინტერესდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, არჩილ ძულიაშვილი, ეგვიპტის სოფლის მეურნეობისა და ირიგაციის მინისტრ, აიმან ფარიდ აბუ ჰადიდის შეხვედა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

აბუ ჰადიდი საქართველოდან ცხვრის და გაყინული ხორცის ექსპორტით დაინტერესდა.

არჩილ ძულიაშვილმა ასევე შეხვედრები გამართა ლუქსორის რეგიონის გუბერნატორთან გენერალ ტარიკ საად ალ–დინთან და სინას გუბერნატორთან გენერალ ხალიდ ფოდასთან. შეხვედრაზე ლუქსორის გუბერნატორს აცნობეს, რომ კახეთში, კერძოდ ქალაქ თელავში მზადყოფნას გამოთქვამენ, ლუქსორთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმონ.

სინას გუბერნატორთან შეხვედრისას ელჩმა ხაზი გაუსვა ბათუმისა და ტურისტულ ქალაქ შარმ ელ-შეიხს შორის დაძმობილების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას, რომელიც მომავალში იგეგმება.