პეკინში 2019 წელს მსოფლიოს ყველაზე დიდი აეროპორტი გაიხსნება.
ახალი აეროპორტი სრულად უპასუხებს ქალაქისა და ქვეყნის მოსახლეობის მზარდ მოთხოვნებს, რომელიც სამოქალაქო ავიაციაშია.
აეროპორტში განთავსებიან ჩინური სანავიგაციო კომპანიებიც, როგორებიც არიან China Southern Airlines და China Eastern Airlines.
აეროპორტი გამორჩეული იქნება თავისი მდიდრული ინტერიერითა და ნოვატორული მიდგომებით, მასში ასევე განთავსდება ბაღები, ხოლო საერთაშორისო და შიდა ფრენის ტერმინალები ცალ-ცალკე იქნება.
აეროპორტის დიზაინზე მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა არქიტექტორმა ზაჰა ჰადიდმა იმუშავა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.
„აეროპორტის ტერმინალის მთლიანი სიმეტრია, მისი მცურავი, ერთმანეთთან დაკავშირებული ფორმებით, ქმნის ფლუიდურ კომპოზიციას, რომელიც იწვევს ჰარმონიას და ბალანსს ჩინურ პეიზაჟებთან, ხოლო მისი ფერები და მასალა წარმოადგენს ჩინური ტრადიციული კულტურის ვიზუალურ ენას“, - ნათქვამია არქიტექტორის ოფიციალურ ვებგვერდზე.
აერპორტის ინოვაციური დიზაინი მოიცავს 700,000 კვადრატული მეტრის ფართობს, რომელიც აერთიანებს ექვს ტერმინალს და შეძლებს წლიურად 100 მილიონ მგზავრს მოემსახუროს. შენობაში ასევე განთავსდება ბიუჯეტური სასტუმროები, სპა და ფიტნეს ცენტრები.
ახალი აეროპორტი მნიშვნელოვნად შეუწყებს ხელს გასამგზავრებელი დროის შემცირებას. პეკინის აეროპორტი მსოფლიოში მეორე ყველაზე გადატვირთული აეროპორტია.
კოკა კვირკველია