მოსკოვში ქართული კულტურის ფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც გუშინ გაიხსნა და დღეს დასრულდება.
როგორც ტელეკომპანია „დოჟდის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოშია ნაჩვენები, ფესტივალზე დასასწრებად უამრავი ადამიანი მივიდა, მათ შორის ვლადიმერ ჟირინოვსკი. ფესტივალი 14 სხვადასხვა თემატურ ზონად არის დაყოფილი - სამზარეულო, ღვინო, მოდა, კინო, წიგნები და სხვა.