აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს თეთრი სახლის 377 თანამშრომლის ანაზღაურების შესახებ ანგარიში გადაუგზავნა.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი დონალდ ტრამპის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი მარკ ჰაუსია, რომლის ყოველწლიური ხელფასი თეთრ სახლში 187,1 ათასი დოლარია.
შედარებით ნაკლებს - ყოველწლიურად 179,7 ათას დოლარს იღებს თეთრი სახლის 22 თანამშრომელი, მათ შორის თანამშრომელთა აპარატის ხელმძღვანელი რაიან პრიბესი, თეთრი სახლის პრესმდივანი შონ სპაისერი და ტრამპის უფროსიო მრჩეველი კელინ კონუეი.
ყველაზე მინიმალური ყოველწლიური ანაზღაურება ნაციონალური ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელს გერი კონს აქვს - 30 000 დოლარი.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის ქალიშვილსა და მის მეუღლეს ჯარედ კუშნერს, რომლებიც ტრამპის მრჩეველებად მუშაობენ, მათი ანაზღაურება ნულის ტოლია. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი თეთრ სახლში ანაზღაურების გარეშე მუშაობენ.
2016 წლის 8 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა უარი თქვა საპრეზიდენტო ხელფასზე და განაცხადა, რომ კანონის შესაბამისად, ყოველწლიურად მხოლოდ 1 დოლარს აიღებს.
ოფიციალურად აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი წელიწადში 400 000 დოლარია.