6 წარმატებული კომპანია, რომლებმაც ბიზნესი ავტოფარეხში დაიწყეს

მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა თავის დროზე ბიზნესი მცირე ზომის ავტოფარეხებში დაიწყეს, თუმცა დღეს მსოფლიოს ყველაზე მსხვილი და ძვირად ღირებული კომპანიები არიან.

Apple

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბრანდის Apple-ის ისტორია კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში, პატარა ავტოფარეხში დაიწყო.

1976 წელს სტევ ვოზნიაკმა „ეფლის“ პირველი კომპიუტერი შექმნა, რის შემდეგადაც სტივ ჯობსსა და კიდევ ერთ პარტნიორს, რონალდ ვეინს შეუერთდა. ბიჭებმა მუშაობა ჯობსის მშობლების გარაჟში დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი მსხვილი შეკვეთა ადგილობრივი რითეილერისგან მიიღეს. დამკვეთმა 50 კომპიუტერი მოითხოვა, თითო 500 დოლარად. შეკვეთა ვოზნიაკს და ჯობსს 30 დღეში უნდა შეესრულებინათ.

დღეს სტივ ჯობსის მშობლების სახლი, სადაც „ეფლის“ დამფუძნებელი გაიზარდა, ქალაქის ისტორიულ ღირსშესანიშნაობად არის აღიარებული.

Hewlett-Packard

იმ ავტოფარეხიდან , სადაც „ეფლი“ დაარსდა, სულ რაღაც 16 კილომეტრის მოშორებით,, 1939 ბილ ჰიულეტმა და დეივ პაკარდმა ერთად Hewlett-Packard (HP) შექმნეს. კომპანია, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ლიდერია საოფისე და სამედიცინო აპარატურის წარმოებაში, პატარა ავტოფარეხში დაარსდა, ხოლო მათი პირველადი ინვესტიციები 538 აშშ დოლარს შეადგენდა. სწორედ ჰიულეტმა და პაკარდმა შექმნეს თავიანთი პირველი სიგნალების გენერატორი.

ავტოფარეხი დროთა განმავლობაში ჯერ კვლევით ლაბორატორიად, ხოლო შემდგომ საწარმოდ გადაიქცა. დაარსებიდან 10 წლის შემდეგ, წამოწყება უკვე საჯარო კომპანიად გადაიქცა. დღესდღეობით ავტოფარეხი კერძო მუზეუმია და ცნობილია როგორც „სილიკონ ველის დასაბამი“.

Amazon

ერთ-ერთ წარმატებულ საინვესტიციო კომპანიის ყველაზე ახალგაზრდა ვიცეპრეზიდენტის პოსტიდან წამოსვლის შემდეგ, ოთხ წელიწადში ჯეფ ბეზოსი სიეტლში გადაბარგდა და წიგნებით ონლაინ ვაჭრობა დაიწყო. ონლიან მაღაზია მან სწორედ საკუთარი სახლის გარაჟში გახსნა. 1995 წლის ივლისში ბეზოსმა „ამაზონს“ ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დღეს მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ონლაინ რითეილერია.

Google

საძიებო სისტემა Google-ის დამაარსებლებმა, ლარი ფეიჯმა და სერგეი ბრინმა, რომლებმაც ერთმანეთი სტენფორდის უნივერსიტეტში გაიცნეს, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინტერნეტ გიგანტი 1700 აშშ დოლარად ნაქირავებ ავტოფარეხში შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ფარეხი სიუზან ვოიზეცკის ეკუთვნოდა, რომელსაც 2014 წლამდე „გუგლის“ ვიცეპრეზიდენტის პოსტი ეკავა.

Walt Disney Co.

ზემოჩამოთვლილი კომპანიების მსგავსად, „დისნეის“ პირველი ნაბიჯები პატარა ავტოფარეხში დაიწყო, რომელიც უოლტ დისნეის ბიძას, რობერტ დისნეის ეკუთვნოდა. თავდაპირველად - 1932 წელს კომპანიას The Disney Brothers Studio დაერქვა და კალიფორნიის დღევანდელი დისნეილენდიდან მხოლოდ 45 წუთის დაშორებით მდებარეობდა. სწორედ აქ გადაიღეს Alice Comedies, რომელიც „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“-ს პირველადი ვერსია იყო.

Mattel

სანამ Mattel სათამაშოების მწარმოებელი ცნობილი კომპანია გახდებოდა, 1945 წელს კომპანიის დამფუძნებლები ჰაროლდ მატსონი , რუტ და ელიოტ ჰენდლერები თავიანთ ფარეხში სურათების ჩარჩოებს ამზადებნენ. სწორედ ჩარჩოების ნარჩენებისგან ელიოტმა პირველად გააკეთა სათამაშო სახლების ავეჯი. ზუსტად აქედან დაიწყო მათი წარმატება, რაც 1959 წელს დაგვირგვინდა „ბარბის“ თოჯინის შექმნით, რომელიც რუტმა და ელიოტმა თავიანთი ქალიშვილის, ბარბარას საპატივცემულოდ შექმნეს.