თბილისის ზღვასთან მდებარე დენდროლოგიურ პარკში დარგული 365 ათასი ხიდან, რომლის დარგვას, მოვლასა და გახარებაში 2 მილიონი ლარია გადახდილი, აბსოლუტურად ყველა გამხმარია.
ამის შესახებ, დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქ ლაივში“ საუბრობს.
„ნახეთ, როგორ იბრძვიან ეს საწყალი ჯოხები უპატრონოდ მიყრილები. დავით ნარმანიამ არაერთხელ თქვა, რომ მისი მილიონი ხის პროექტიდან 365 ათასი ხე თბილისის ზღვასთან, დენდროლოგიურ პარკში დაირგო და ლამის 100%-ით გაიხარაო. 2 მილიონი ლარია დახარჯული ამ ხეების დარგვასა და გახარებაში, შედეგად ვითომ გახარებული, გამწვანებული 365 ათასი ხის ნაცვლად 365 ათასი გამხმარი ჯოხია. ასე იყრება ხალხის ფული ამ არარსებული და ტყუილი, ვითომდა პროგრამის შესაბამისად,“-ამბობს ელისაშვილი.