თბილისის ვიცე-მერის, ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე საქონლისა და მაღაზიების დიდი ნაწილი გადარჩენილია.
როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მოხდება გადარჩენილი და დამწვარი საქონლის სრული აღწერა, რის შემდეგაც დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდებიან მაღაზიების მეპატრონეებს.
”ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. შიგნით რაიმე ახალი კერის გაჩენის შესაძლებლობა არ არსებობს. ძალიან კარგად იმუშვეს სახანძრო და სამაშველო სამსახურებმა, რადგან საკმაოდ ინტენსიური ხანძარი იყო. ჩვენი დღევანდელი გეგმაა, შიგნით მოხდეს მდგომარეობის სრული აღწერა, თუ რა არის გადარჩენილი და რა არის დაზიანებული. ამ აღწერის შემდეგ ჩვენ გვინდა შევხვდეთ მეპატრონეებს და მათთან ერთად დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს. რაც მთავარია, შიგნით საკმაოდ ბევრი საქონელი არის გადარჩენილი. ორი მაღაზია არის გადარჩენილი. ეს საქონელი და მაღაზიები გადარჩნენ იმის გამო, რომ ისინი კაპიტალურად შუშებში არის მოწყობილი”, - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, სანამ არ იქნება სრული ინფორმაცია დამწვარი საქონლის, იქამდე ციფრებზე საუბარი შეუძლებელია.