„თეგეტა მოტორსი“ საზაფხულო კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს ახალ აქციას სთავაზობს. როგორც „თეგეტა მოტორსიდან“ იუწყებიან, „თეგეტა მოტორსი“ საზაფხულო კამპანიის ფარგლებში - „ #სადაცარუნდამიდიოდე“, მომხმარებელს Shell-ის ბრენდის პრემიუმ კლასის ძრავის ზეთებზე ახალ აქციას სთავაზობს.
„თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე, „თეგეტა” საზაფხულო კამპანიის ფარგლებში #სადაცარუნდამიდიოდე გთავაზობთ, ახალ აქციას Shell -ის ბრენდის პრემიუმ კლასის ძრავის ზეთებზე. აღნიშნული აქციის ფარგლებში, ყოველი 4 ან მეტი ლიტრი Shell Helix Ultra-ს საავტომობილო ძრავის ზეთის შეძენისას, საჩუქრად გადმოგეცემათ მზის ამრეკლი ავტომობილის საქარე მინისთვის და ამასთანავე SHELL-ის ყოველი მე-10 მომხმარებელი დასაჩუქრდება მობილური ტელეფონის უსადენო დამტენით. აქცია მოქმედებს 31 ივლისის ჩათვლით, „თეგეტას“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, ახალციხის, ახალქალაქის, მარნეულის, გორისა და თელავის სერვის ცენტრებში“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, Shell გახლავთ ნომერ პირველი საცხებ-საპოხი მასალის მწარმოებელი კომპანია, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
Shell-ი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პრემიუმ ხარისხს და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell უკვე 10 წელია დასახელებულია ლიდერ ბრენდად საქართველოში. მისი საცხებ-საპოხი მასალები, აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან.
Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus, და სხვ. Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია: მერსედესის, მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ. Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია მრავალი წლის განმავლობაში. „თეგეტა მოტორსი“ Shell-ის საცხებ-საპოხი მასალის ექსკლუზიური დილერია საქართველოში“, - განაცხადეს „თეგეტა მოტორსში“.
მათივე განცხადებით, „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია საქმიანობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას მუდმივად ინარჩუნებს. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში.