ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები სახელმწიფოს დახმარებას - ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.
როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ქეთევან ლოლაძემ განუცხადა, საუბარია იმ დაზარალებულებზე, რომლებსაც საკუთარი საქონელი დაზღვეული არ ჰქონიათ.
ამასთან, ლოლაძე ელექტროგაყვანილობის მიზეზით ცეცხლის გაჩენას გამორიცხავს.
მისი თქმით, ხანძრის გაჩენის დროს ელექტროენერგია გათიშული იყო.