ელიავას ბაზრობაზე, ხანძრის ტერიტორიაზე დაზარალებული მოვაჭრეების შეშვება დაიწყო. დაზარალებულები ტერიტორიაზე ეტაპობრივად, სიის მიხედვით შევლენ.
პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ჯგუფები 4 მოვაჭრისგან შედგება.
კოორდინაციას ელიავას ბაზრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. ადგილზე ასევე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც უსაფრთხოებას აკონტროლებენ.
პრევენციის მიზნით, ადგილზე ასევე მობილიზებულია ერთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ტერიტორიაზე სიტუაციის შესასწავლად კვლავინდებურად რჩებიან სპეციალურად შექმნილი კომისიის წარმომადგენლებიც, რომელთა მუშაობის დასრულების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართოს.