პროვოკაციული სარეკლამო კამპანიები დიდ გავლენას ვერ ახდენენ გაყიდვებზე და შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს ბრენდის იმიჯზე.
ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ ვირტცის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აუდიტორიას ნაკლებად ამახსოვრდება ის ბრენდი ან უჩნდება იმ პროდუქტის ყიდვის სურვილი, თუ სარეკლამო კამპანია სექსუალურად გამომწვევი იყო.
„კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ მომხმარებელს ფაქტობრივად ნული რეაქცია აქვს რეკლამაზე, რომელიც სექსუალურ კონტენტს შეიცავს და არ აქვს სურვილი იყიდოს რეკლამაში ნაჩვენები ბრენდის პროდუქტი. მტკიცება, რომ სექსი საქონელს კარგად ყიდის, არასწორია. ჩვენი კვლევის მიმდინარეობისას ამის მსგავსი ნიშნები არ გამოვლენილა“, - აღნიშნავს კვლევის ავტორი.
ჯონ ვირტცის განცხადებით, სექსუალური რეკლამის არაეფექტურობის ერთ-ერთი კარგი მაგალითია Protein World. 2015 წელს ბრენდის კამპანია Beach Body Ready მწვავედ გააკრიტიკეს სოციალურ ქსელებში, რეკლამის სტანდარტების სააგენტომ კი 378 საჩივარი მიიღო ბრენდის ამ კამპანიასთან დაკავშირებით.