ელიავას ბაზრობაზე, ხანძრის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების მფლობელების განცხადებით, მათი ნივთები მთლიანად დამწვარია.
როგორც ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა ინგა გუჯაბიძემ აღნიშნა, მის მაღაზიაში ყველაფერი დამწვარია და ზარალი დაახლოებით 300 000 ლარს აღწევს.
მისივე თქმით, ავტოაქსესუარებით და საღებავებით ვაჭრობდა, რაც დაზღვეული არ ჰქონია.
ინგა გუჯაბიძის თქმით, პირველ სექტორში, სადაც მისი მაღაზია მდებარეობდა, კიდევ 6 მაღაზიაა დამწვარი.
რაც შეეხება მერიაში დაგეგმილ შეხვედრას, ინგა გიჯაბიძის განცხადებით,
ასეთი ინფორმაცია აქვს, თუმცა როდის შედგება შეხვედრა, არ იცის.