იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის ელიავას ბაზრობა მიუღებელია, ეს არის 90-იანი წლები და ბუნებრივია, ასე არ დარჩება.
ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ Palitranews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.
როგორც სამუშიამ აღნიშნა, ტერიტორია ახლებურად უნდა განვითარდეს ისე, როგორც ეს ქალაქს სჭირდება.
”ეს არის კერძო საკუთრება, კერძო სივრცე. ძალიან კარგად შეიძლება მოხდეს შეთავსება იმისა, რომ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს არის საკმაოდ მძიმე სანახავი, შევქმნათ თანამედროვე სტილის სავაჭრო ცენტი, რომელსაც ასევე ექნება ძალიან კარგი საჯარო სივრცე. ეს არის ჯერ განხილვის საგანი. იმ სახით, რა სახითაც დღეს არის ელიავას ბაზრობა, ნორმალურ ქალაქში შეიძლება დარჩეს?!”, - განაცხადა სამუშიამ.