ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დამწვარი შენობის მეპატრონეები თბილისის ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან შეხვედრას დღეს, 13:00 საათზე გამართავენ.
შენობის მეპატრონეები ვიცე-მერს დაზარალებული პირების, დაზიანებული და განადგურებული საქონლის რაოდენობისა და დაზღვეული და დაუზღვეველი მეწარმეების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
შეხვედრა თბილისის ვიცე-მერთან გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა ვინაიდან შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობა დიდხანს გაგრძელდა და სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტერიტორიის სრულად დათვალიერება დროულად ვერ დაასრულა, აღნიშნული შეხვედრა გადაიდო.
გუშინვე, დღის მეორე ნახევარში ტერიტორიაზე დაზარალებული მეწარმეები შეუშვეს.