ქართლის ქარის ელექტროსადგურმა ივნისში 8 762 000 კილოვატ საათი გამოიმუშავა

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ წინა თვეში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტრო გენერაციამ 8 762 000 კილოვატ საათი შეადგინა. ამის შესახებ, ინფორმაციას სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ავრცელებს.

მათი ცნობით, გამომუშავებული ენერგია 1 562 000 კილოვატ საათით აღემატება ივნისის თვის პროგნოზს.

ქართლის ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმიდან 27 იანვარს მოიხსნა და მოქმედებს როგორც კვალიფიციური საწარმო. სადგურის მიერ ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია კი 53 600 000 კილოვატ საათს შეადგენს.