გარდაბანში ვისკის სახდელი და ალაოს გადამამუშავებელი ქარხნები აშენდება

ვისკის სახდელი და ალაოს გადამამუშაველი ქარხნები გარდაბნის რაიონში 2,5 ჰექტარ ტერიტორიაზე აშენდება.

როგორც პირველი ქართული ვისკის კომპანიაში “ჯიმშერი” აცხადებენ, ამ ეტაპზე კახეთში 150 ჰექტარზე ქერია გაშენებულია, რათა პროდუქცია ქართული ნედლეულით დამზადდეს. პროექტისთვის 3 ჰექტარია გამოყოფილი. ქარხნის მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარი დაიხარჯება. საწარმოში 100 ადამიანი დასაქმდება.