ელიავას ბაზრობაზე იმ მაღაზიის მეპატრონეები, რომელთა მაღაზიებიც ხანძარს გადაურჩა, მუშაობის დაწყებას უახლოეს მომავალში შეძლებენ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა დირექტორმა ნოე ქობესაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მაღაზიის მფლობელები ელექტროენეგიის ჩართვას ელოდებიან.
„მე-4 სექტორი ყველაზე ნაკლებად დაზიანდა. ამჟამად არის ელექტროენერგიის პრობლემა. ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ ხანძარს გადარჩენილი მაღაზიების მფლობელები მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას შეძლებენ“, - განაცხადა ნოე ქობესაშვილმა.
რაც შეეხება ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს, მისი ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემა დირექციასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყდება.