ქუთაისის აეროპორტი ბერლინის მიმართულებით ფრენის გადადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც აეროპორტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გერმანიიდან, მემინგემი-ქუთაისის ავიარეისი უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, შესაბამისად თვითმფრინავის ბორტი დედაქალაქში იმყოფება და სწორედ ამიტომ, ბელრინში ფრენა ვერ შესრულდა.
აეროპორტი ფრენასთან დაკავშირებით კომპანია ”ვიზეარის” გადაწყვეტილებას ელოდება.
”ავიაკომპანია ვიზეაირის რეისი (W66409) მემინგენი - ქუთაისი, უამინდობის გამო დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით.
რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა, რადგან ბორტი თბილისში იყო.
ქუთაისი - ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში.
აღნიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით ველით ავიაკომპანია „ვიზეარის“ გადაწყვეტილებას და ინფორმაციის მიღებისთანავე შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით.
სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით”, - ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.