პაშა ბანკმა სააქციო კაპიტალი გაზარდა

პაშა ბანკმა, საქართველოს ფინანსური ბაზრის მოთამაშემ, სააქციო კაპიტალი 68 მილიონი ლარით გაზარდა და მისმა განაღდებულმა სააქციო კაპიტალმა 103 მილიონი ლარი შეადგინა.

ამ ცვლილებით პაშა ბანკმა კაპიტალის მიხედვით საქართველოს ბანკების ტოპ ათეულში გადაინაცვლა, ხოლო აქტივების მიხედვით - 15 წამყვან ბანკს შორის მოხვდა.

პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონ ანარ ისმაილოვმა, განაცხადა,რომ ბანკის კაპიტალიზაციის გასამმაგება არის დამფუძნებელთა მხრიდან ბაზრის სტაბილურობის მიმართ გამოჩენილი ნდობის დადასტურება; ეს გადაწყვეტილება ეხმიანება ბანკის კორპორატიული განვითარების სტრატეგიას და მხარს უჭერს ბანკის ოპერაციების გაფართოებას.

გაზრდილი კაპიტალი ბანკს უფრო მიმზიდველს ხდის მისი ძირითადი პოტენციური კლიენტებისთვის და საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს დიდი პროექტების დაფინანსებაში.

პაშა ბანკს საქართველოში გააჩნია იგივე ბიზნეს მოდელი, რაც მის დამფუძნებელ ბანკს აზერბაიჯანში და მომსახურებას სთავაზობს როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე კომპანიებს.

პაშა ბანკს აქვს ინდივიდუალური მიდგომა თითოეული კლიენტის მიმართ და ქმნის გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს ბიზნესებთან, რომლებსაც სჭირდებათ ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერა, გაზარდონ ოპერაციები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

პაშა ბანკის მიერ თურქეთში ადგილობრივი ბანკის მოსალოდნელი შეძენა ხელს შეუწყობს ჯგუფში სინერგიის ამაღლებას და რეგიონალური კლიენტებისთვის მზაობას.

(R)